ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Canal+-მა გიორგი მიქაუტაძის მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას სამოტივაციო სიტყვით მიმართავს.
„კვარა, ძმაო, იმედი მაქვს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი. ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. გამაგრდი და მალე შევხვდებით, ძმაო. მიყვარხარ“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.
