“პირველების” ინფორმაციით, 175 -ე საჯარო სკოლაში ბავშვზე ძალადობა მოხდა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესში მოხდა, როცა ერთი მოსწავლე მეორეს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებულს ჩვენთვის მოწოდებული ცნობების თანახმად, ძვლები აქვს დამტვრეული. მოზარდს სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
დაშავებულის ახლობლები სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობას აყენებენ და რეაგირებას ითხოვენ.
“პირველები” დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.
