Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძაღლისძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს – ახალი წესები ბათუმში

November 3, 2026
2025 წელს თბილისში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა

ბათუმში შინაური და მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მათი გადაადგილების წესები გამკაცრდა.

საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი წლის დასაწყისში ამოქმედდა, დამატებითი რეგულაციები კი ბათუმის საკრებულომ 30 ოქტომბერს დააზუსტა.

ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მომეტებული რისკის ჯგუფში შემავალი ძაღლების შემთხვევაში სავალდებულოა ორივე საშუალების გამოყენება. ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში კი მეპატრონე ვალდებულია ტერიტორია დაასუფთაოს.

ახალი წესებით, მეპატრონეს საკუთრებაში ერთდროულად ხუთზე მეტი ცხოველის ყოლა ეკრძალება. შეზღუდვა არ ვრცელდება ექვს თვემდე ასაკის ნაშიერებზე.

ასევე აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ცხოველისთვის ყურებისა და კუდის მოჭრა, ეშვებისა და ბრჭყალების ამოღება, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

რეგულაციები ითვალისწინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცხოველების სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე გადაადგილებისა და მათი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში შეყვანის აკრძალვასაც.

კანონმდებლობის მიხედვით, ცხოველის მეპატრონე შეიძლება გახდეს 16 წელს მიღწეული პირი, რომელსაც ნასამართლობა არ აქვს. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს

ცხოველის რეგისტრაცია, ვეტერინარული შემოწმება, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია ან კასტრაცია და უსაფრთხოების წესების დაცვით გასეირნება.

ცვლილებები ეხება მიუსაფარი ცხოველების მიკედლებასაც. ნებისმიერ პირს შეუძლია უპატრონო ცხოველის მიკედლება შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე, თუმცა ამისთვის

აუცილებელია ცხოველის წინასწარი სტერილიზაცია ან კასტრაცია. მიკედლების შემთხვევაში პირმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის გამოკვება და საჭირო სამედიცინო მომსახურება.
ამასთან, მკაცრდება ცხოველების მიტოვებაზე კონტროლიც.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დღეს ბულვარის ტერიტორიაზე ცხოველების მეპატრონეებს ახალი რეგულაციები კიდევ ერთხელ გააცნეს. პარალელურად,

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებებიც გაატარეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გადადგა
  • გადასასვლელი ხიდის ტერიტორიის მოიჯარე ნოდარ ჭურღულაშვილი ხანძრის მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება – მოვაჭრეების ბედი გაურკვეველია
  • ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია, ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების ზრდას ვერ აბალანსებს – წლიდან წლამდე მოქალაქეები უფრო და უფრო ღარიბდებიან – თაზო დათუნაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge