“რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი” – ამის შესახებ ირაკლი კირცხალიამ გაანცხადა ბრიფინგზე.
“პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ ამას ახსნა არ სჭირდება. ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო სერიოზულად არ ეკიდება.
თუმცა, როგორც ჩანს დიფსთეითის ლოგიკა ასეთია. რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი” – ამბობს ირაკლი კირცხალია ბრიფინგზე.
ივანიშვილი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა. ჩამონათვალი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ” გამოაქვეყნა.
