Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე – მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

November 3, 2026
რამ გამოიწვია ხანძარი გადასვლელ ხიდზე – მოვაჭრეები განზრახ ქმედებას არ გამორიცხავენ

გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა და ხომ არ ჰქონდა ადგილი განზრახ ქმედებას. ხანძრის შედეგად დაიწვა ათეულობით მაღაზია და განადგურდა ათასობით ლარის ღირებულების საქონელი.

დილიდან ტერიტორიაზე იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მათ დამწვარ სავაჭრო ობიექტებთან მისვლის უფლება არ ეძლევათ. მოვაჭრეები ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ზარალის ანაზღაურების საკითხზე პასუხს ითხოვენ. მათი თქმით, ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე იყო საუბარი, რომ ადგილზე მაღაზიების სრულად აღებასა და საავტომობილო გზის გაკეთება იგეგმებოდა.

შვილებს გეფიცები, ერთი ნაჭერი არ წამომიღია. ტომარანახევარი ფარდა დამრჩა გაუხსნელი და კიდევ რამდენიმე რამე… ჩანთაში 200 ლარი მქონდა, ისიც იქ დარჩა… არავინ მოსულა ჯერ, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

კაციშვილი არ არის ჩვენი პატრონი, აგვყრიან-დაგვყრიან… 22 ჯიხურია დამწვარი. დეკემბრამდე გვქონდა ჩვენ დრო და დეკემბრამდე რა დროა და აი, ეს გააკეთეს, რავიცი… დეკემბრამდე უნდა ვყოფილიყავით, მერე “ინგრევაო და რაღაცეები უნდა აშენდესო”…, – ამბობს კიდევ ერთი მოვაჭრე.

4 მაღაზია მქონდა, ორი დამწვარია, ორი კიდევ წყალში ცურავს. ვინ გადაგვიხდის, რას გადაგვიხდის, როგორ იქნება ჩვენი საქმე, არაფერი ვიცი. ჩვენთან არავინ მოსულა, არავინ დაგვლაპარაკებია. ამის გათავისუფლებას კი ამბობდნენ, მაგრამ ეთქვათ და ისე წავიდოდით, რა საჭირო იყო დაწვა… რაღაც პროექტი არსებობდა, იქ ბანერი იყო გამოკრული და ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ როდის მოხდებოდა, ეს არ ვიცოდით, – ამბობს კიდევ ერთი მოვაჭრე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ არის გამოსახული
  • ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები – საიას განცხადება
  • „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას არავინ ვამართლებთ – ირაკლი ფავლენიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge