“ტვ პირველისთვის” ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგროც ირკვევა, დაკავებულთაგან ერთ-ერთი იმ მოზარდის დედაა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვან შვილს მოწყალებას და 100 ლარის შეგროვებას ცემით, მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა.
საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სკოლის მოსწავლე სისტემური ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია.
უმძიმეს ფაქტზე ხელბორკილები დაადეს ასევე კიდევ ერთ ქალს, რომელიც “ტვ პირველის” ინფორმაციით ბავშის დედის მეგობარია.
ჩანაწერში ისმის, რომ თუ სკოლის მოსწავლეს დადგენილ თანხას არ შეაგროვებდა, იქამდე მოწყალებსი შეწყვეტას ვერ შეძლებდა. ირკვევა, რომ ტრეფინგის მსხვერპლი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა და საგაკვეთილო პროცეს სისტემატურად აცდენდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
იხილეთ ვიდეო …
