Tuesday, November 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სკანდალური ვიდეოს საქმე: რა თქვა სასამართლოში დედამ შვილზე, რომელიც ცხოველს არასათანადოდ მოეპყრა?

November 2, 2026
სკანდალური ვიდეოს საქმე: რა თქვა სასამართლოში დედამ შვილზე, რომელიც ცხოველს არასათანადოდ მოეპყრა?

ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანთა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოში განიხილეს. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. პოლიციის თანამშრომლის ნანა გასიტაშვილის განმარტებით, მოზარდები სტადიონზე ლეკვს არასათანადოდ მოეპყრნენ. იგი ითხოვს, რომ ორივეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გამომძიებლის მტკიცებით, ვიდეოს გადამღები ხედავდა ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა არ შეეცადა მის შეჩერებას.

“როგორც კი გავრცელდა ვიდეო, ჩვენ დავადგინეთ ორივე პიროვნება. მოზარდები იმყოფებოდნენ სტადიონზე, ერთ-ერთმა მოზარდმა ვიდეო გადაიღო და სიამაყით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მიგვაჩნია, რომ ორივე მოზარდის მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”- განაცხადა გამომძიებელმა.

იმ მოზარდის მშობელს, რომელმაც სავარაუდოდ სამართალდარღვევა ჩაიდინა, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

რაც შეეხება ვიდეოს გადამღებს, რომელმაც კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, ვიდეოს გადამღებს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

მომხდართან დაკავშირებით ვიდეოს გადამღების მამამ განმარტა, რომ თავადაც შოკირებულია.

“ბოდიშს მოვიხდი, თვითონ შოკში ვარ, ასე როგორ მოუვიდა. ჩვენ თვითონ სახლში 2 ძაღლი გვყავს შეფარებული. კიდევ თუ რამე დავაკელი ბავშვს აღზრდაში, ვიმუშავებ“, – აცხადებს მამა.

სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო იმ ბავშვის დედა, რომელიც ვიდეოში ლეკვს ბურთივით ექცევა.

“პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ყველას. ამ კადრების ნახვა არც ჩემთვის იყო ადვილი. სკოლაშიც, ეზოშიც ბავშვს ყველა დადებითად ახასიათებს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება”,- განაცხადა დედამ, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, თვითონ კი მუდმივად სამუშაოზე ყოფნა უწევს დასუფთავების კომპანიაში, ასევე ბაღებში სეზონურ სამუშაოებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ მოკლეს და დაანაწევრეს – კონფლიქტი საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო
  • “ერთ ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს…” – რა თქვა ეკა კუპატაძემ?
  • 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge