Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა”- საზარელი მკვლელობის დეტალები

November 2, 2026
ე.წ. ქურდული გარჩევების მთავარი ფიგურანტი, “ფაიფურა”პოლიციას გაექცა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის, პასპორტების დაზიანების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 თებერვალს, ბრალდებულმა, გარდაბანში, დაზარალებულს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 8 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის და მუშაობის უფლებას, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დაზარალებული არასრუწლოვან შვილებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, ბრალდებულმა დააზიანა როგორც მისი, ისე შვილების პასპორტები. ამასთან, დაზარალებულის გაკონტროლების მიზნით საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟა კამერები.

ბრალდებულმა ასევე დაარღვია დაზარალებულის მოთხოვნით, მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი და აქტიურად დაიწყო ბინაში უკანონოდ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების მოპოვება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და ,,კ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (დოკუმენტის დაზიანება, ჩადენილი პირადი მოტივით), 238 პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
  • “დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა”- საზარელი მკვლელობის დეტალები
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში – ვრცელდება საგანგაშო ინფომრაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge