იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომერლიც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროხესზე იმყოფებოდა, “ტვ პირველებს” ეუბნება, რომ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხზე საუბარი არ სურს.
მისი თქმით, ის დღეს დარბაზში დიდი ხნის მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის სანახავად იმყოფებოდა.
“მინდოდა გამემხნევებინა”- თქვა ბრგაძემ.
“გეუბნებით ძალიან პირდაპირ და გახსნილად – დღეს მე სასამართლოში მოსული ვიყავი იმიტომ, რომ მენახა ჩემი დიდი ხნის მონატრებული მეგობარი. ამის მეტის თქმას არ ვაპირებ. სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო და გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს მიიღებს სასამართლო. მე ვიყავი მოსული ჩემს მეგობართან, მინდოდა გამემხნევებინა” – უთხრა მან “პირველებს”.
