Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლაზე პირველი კომენტარები კეთდება

November 2, 2026
გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლაზე პირველი კომენტარები კეთდება

ოპოზიცია ყოფილი მაღალჩინოსნის, გეკა გელაძის თანამდებობებიდან წასვლას მამუკა მდინარაძის გავლენების შესუსტებას უკავშირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, გელაძის სწრაფი დაწინაურება და შემდგომი ჩამოქვეითება კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს „ქართულ ოცნებაში“ საკადრო გადაწყვეტილებების მიღების წესსა და ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებით.

“ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი გელაძის საკადრო გადაადგილებებს ბიძინა ივანიშვილის პირად კეთილგანწყობაზე დამოკიდებულ პოლიტიკურ სისტემას უკავშირებს. მისი შეფასებით, მაღალჩინოსნები თანამდებობებს გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერის დაკარგვასთან ერთად ტოვებენ.

ქვის კარიერის გენერლის, ადიუტანტის კარიერაც ისევე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის შემთხვევაში იყო. რაღაც ან დაწინაურება რა იყო, ან დაქვეითება, ან საერთოდ მოშორება სისტემიდან? ეს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ ავტოკრატიულ და არაჯანსაღ ხასიათს, რომელსაც ატარებს საქართველოში ძალაუფლების ლოგიკა, რომელიც დაყრდნობილია იმაზე, ბატონი ივანიშვილი ვისდამი იქნება კეთილგანწყობილი და თუ დაკარგავს კეთილგანწყობას რომელიმე პოლიტიკური “ხელმძღვანელი” “ქართულ ოცნებას”, მასთან ერთად კარგავს ნთელ იმ შლეიფს, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ემსახურებოდა, სინამდვილეში, კონკრეტული ერთი კლანის ინტერესებს ემსახურებოდნენ, როგორც გელაძე ემსახურებოდა მდინარაძის კლანის ინტერესებს, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

კლანურ დაპირისპირებასა და საკადრო წმენდაზე საუბრობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებიდან ეტაპობრივად ჩამოაშორეს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებული პირები, რაც, მისი შეფასებით, შიდა დაპირისპირების შედეგია.

ეს ფილმი უკვე ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, როგორ ხდება ხოლმე კლანურ ბრძოლაში წაგების შემდგომ კონკრეტული ჯგუფის განეიტრალება მთლიანად, როგორ ქმნიან ხოლმე მათთვის გარკვეულ თანამდებობებს ან გადაჰყავთ ხოლმე თითქოს სხვა თანამდებობაზე, აქვეითებენ და შემდგომ როგორ აშორებენ ხელისუფლებას და “ოცნებას”. ამიტომაც გასაგები იყო თავიდანვე ეს. ამ დროსაც იტყუებოდნენ, ამბობდნენ, თითქოსდა არანაირ კლანურ ბრძოლაშ წაგებასთან არ გვქონდა საქმე და საკადრო წმენდასთან, თუმცა ახლა გამოჩნდა, რომ ამ დაჯგუფების ყველა წევრი არის ჩამოშორებული პოლიტიკას და საბოლოო ჯამში, ეს კლანური ბრძოლა მთლიანად შეიწირავს ივანიშვილის მთლიან პარტიულ ორგანიზმს, – ამბობს ფავლენიშვილი.

“თავისუფლების მოედნის” წევრი კახა ჩიქოვანი კი ყურადღებას სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებზე ამახვილებს. მისი შეფასებით, შსს და სუსი პოლიტიკური გავლენების ინსტრუმენტებად არის ქცეული, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აზიანებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა – დეტალები
  • გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი – მთავრობის სხდომაზე განხილვა არ ყოფილა – მაია ცქიტიშვილი
  • “გვერდით ქალი იჯდა, ფეხსაცმელს ყიდდა და მგონი, ცეცხლი მასთან გაჩნდა – დამიძახეს: “წყალი მიასხიო“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძარზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge