Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნოემბერში საწვავი 28 თეთრამდე გაიაფდა

November 2, 2026
ნოემბერში საწვავი 28 თეთრამდე გაიაფდა

რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ, მთავრობას ნოემბერში საწვავის შესყიდვა 20-28 თეთრამდე გაუიაფდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ოქტომბერში (წინა თვესთან შედარებით) მთავრობას საწვავი 48 თეთრამდე გაუძვირდა.

როგორც ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, მთავრობას ნოემბერში (ოქტომბერთან შედარებით), 1 ლიტრი სუპერის და პრემიუმის ტიპის ბენზინი, რეგულარი 27-28 თეთრით, ხოლო დიზელი – 20 თეთრით ნაკლები დაუჯდება.

რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ, მთავრობას ნოემბერში საწვავის შესყიდვა 20-28 თეთრამდე გაუიაფდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ოქტომბერში (წინა თვესთან შედარებით) მთავრობას საწვავი 48 თეთრამდე გაუძვირდა.

როგორც ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, მთავრობას ნოემბერში (ოქტომბერთან შედარებით), 1 ლიტრი სუპერის და პრემიუმის ტიპის ბენზინი, რეგულარი 27-28 თეთრით, ხოლო დიზელი – 20 თეთრით ნაკლები დაუჯდება.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს ნოემბერში 3.66 ლარად შეიძენს (ოქტომბერში 3.94 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება ნოემბერში 3.36 ლარი იქნება (ოქტომბერში – 3.63 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა ნოემბერში 3.33 ლარად შეიძენს (ოქტომბერში 3.60 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 4.29 ლარია, (ოქტომბერში 4.49 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება.

2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 709.28 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 740.69 აშშ დოლარი იყო; 2026 წლის იანვარში ბენზინი 642.73 აშშ დოლარი, ხოლო დიზელი 650.06 აშშ დოლარი ღირდა; თებერვალში ბენზინის ფასი 686.53 აშშ დოლარი, დიზელის – 701.59 აშშ დოლარი იყო; მარტში ბენზინის ღირებულებამ 973.39 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 1207. 97 აშშ დოლარი შეადგინა; აპრილში ბენზინის ფასი 1060.01 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1302.23 აშშ დოლარი; მაისში ბენზინი 1127.09 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი – 1154.62 აშშ დოლარი; ივნისში ბენზინის ფასი 948.65 აშშ დოლარი იყო, დიზელის 977.20 აშშ დოლარი; ივლისში ბენზინის ღირებულებამ 1 032.80 აშშ დოლარი, დიზელის – 1 179.40 აშშ დოლარი შეადგინა; აგვისტოში ბენზინის ფასი 1 115.26 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1 306.80 აშშ დოლარი; სექტემბერში ბენზინის ფასი 1 300.65 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1 494.98 აშშ დოლარი. ოქტომბერში კი ბენზინის ფასი 1 187.08 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1 427.48 აშშ დოლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი – მთავრობის სხდომაზე განხილვა არ ყოფილა – მაია ცქიტიშვილი
  • “გვერდით ქალი იჯდა, ფეხსაცმელს ყიდდა და მგონი, ცეცხლი მასთან გაჩნდა – დამიძახეს: “წყალი მიასხიო“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძარზე
  • რატი ბრეგაძე ხსნის, რატომ იმყოფებოდა ღარიბაშვილის პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge