Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს ლუკა კურტანიძემ, რის შემდეგაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა

November 2, 2026
როგორ მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს ლუკა კურტანიძემ, რის შემდეგაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომაზე მისვლას, დარბაზში მყოფი ახლობლებისა და მეგობრების შეძახილები მოჰყვა.

„ერისკაცს გაუმარჯოს” – მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვის პასუხად გააკეთა.

“ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?” – მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და აღნიშნა: “არა”.

ამასთან, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კიდევ ერთი კითხვით: „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ცდილობს. მოსამართლემ ღარიბაშვილს ამ პასუხის გამო, შენიშვნა მისცა.

“ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავჯდეთ”, – მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა – ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი. სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი – მთავრობის სხდომაზე განხილვა არ ყოფილა – მაია ცქიტიშვილი
  • “გვერდით ქალი იჯდა, ფეხსაცმელს ყიდდა და მგონი, ცეცხლი მასთან გაჩნდა – დამიძახეს: “წყალი მიასხიო“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძარზე
  • რატი ბრეგაძე ხსნის, რატომ იმყოფებოდა ღარიბაშვილის პროცესზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge