Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება – კახა კალაძე

November 2, 2026
ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია, ამის შესაძლებლობა მოგვცა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს- კახა კალაძე

ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი ტყუილი შესთავაზა, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან სულაც ცოცხლად მარხავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით უკვე თვეებია გრძელდება.

„ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოხდა ცხოველთა სამარხების გადათხრა, რითაც საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა. რასაკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამართლებრივი რეაგირების გარდა, მე არ ვიცი ამ წარმოუდგენელ აბსურდს თუ სიგიჟეს, რა შეფასება უნდა მივცეთ. ეს არის ბოროტება, რომელსაც სჩადიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად არიან ჩახედულები ცხოველთა თემებში და თავადაც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის სერვისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გასულ წელს ევთანაზიის 145, ხოლო ბუნებრივი სიკვდილის 2 050 შემთხვევა დაფიქსირდა, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მოკლულ ცხოველთა რიცხვი.

„ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა, როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში და ეს არავისთვისაა უცხო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. ამიტომ, დღის განმავლობაში მოძიებული თუ მოტანილი ცხოველთა ლეში იმარხება ღამის საათებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარების მიუხედავად, ემსახურებიან დედაქალაქს და ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე.

„სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს ან სულაც ცოცხლად მარხავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ წყაროს. თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, იმ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები არიან, რომლებიც ყოველთვის მარცხდებიან. გამოდიან რაღაც ტყუილებით, სისულელეებით, სიბინძურეებით. ვიცით, როგორ ხდება, საიდან იმართება ზოგადად პოლიტიკური აქტივობები, ვინ არიან მათი პატრონები. ყველა ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვერდით ქალი იჯდა, ფეხსაცმელს ყიდდა და მგონი, ცეცხლი მასთან გაჩნდა – დამიძახეს: “წყალი მიასხიო“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძარზე
  • რატი ბრეგაძე ხსნის, რატომ იმყოფებოდა ღარიბაშვილის პროცესზე
  • გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლაზე პირველი კომენტარები კეთდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge