Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავს წარმოაჩენს სასულიერო პირად და ატარებს პარაკლისებს სხვადასხვა სნეულებისა და უშვილო წყვილთა განსაკურნებლად” – საპატრიარქო თვითმარქვია პირზე ინფორმაციას ავრცელებს

August 11, 2022
“თავს წარმოაჩენს სასულიერო პირად და ატარებს პარაკლისებს სხვადასხვა სნეულებისა და უშვილო წყვილთა განსაკურნებლად” – საპატრიარქო თვითმარქვია პირზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის და ფოტოსაც აქვეყნებს.

უწყება ასევე მოუწოდებს ყველას, ვინც ინფორმაციას ფლობს აღნიშნული პიროვნების შესახებ, საპატრიარქოს მიაწოდონ.

“ინფორმაცია თვითმარქვია პირის შესახებ – ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძე.

გასული დღეების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს არაერთხელ მომართეს კითხვით, იყო თუ არა ვინმე ბაჩუკი, იგივე – გიორგი ცნობილაძე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მოღვაწე სასულიერო პირი. როგორც აღნიშნავენ, იგი თავს წარმოაჩენს სასულიერო პირად და ატარებს პარაკლისებს სხვადასხვა სნეულებისა და უშვილო წყვილთა განსაკურნებლად.

ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება: ბაჩუკი, იგივე – გიორგი ცნობილაძე, არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.

ამიტომ გაუგებრობის აცილების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს.

გარდა ამისა, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ზემოაღნიშნული პიროვნების შესახებ, შეგიძლიათ მომართოთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

წყარო: fortuna.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიკროსაფინანსოების მიმართ პრეტენზიები 68%-ით გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები
  • „გამოყოფილი იქნება ავტობუსები. ერთად გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე“ – დაურ ბუავას დღეს მუხათგვარდის სასაფლაოზე დაკრძალავენ
  • როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და ბრძოლას დაიწყებს?- რას ამბობს დონალდ ტრამპი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge