Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა – კახა კალაძე

November 2, 2026
ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება – დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა, მომავალ წელს დავიწყოთ – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „პირველი“ და ბიზნეს მედია ჯგუფი, ავრცელებენ მიზანმიმართულ სიცრუეს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. როდესაც სამუშაოებს ვიწყებდით და პროექტის განხორციელება იწყებოდა, მაშინვე ვთქვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრდებოდა. ასევე, მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, გავაკეთე განმარტებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, მიზანმიმართულად გაავრცელონ სიცრუე და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. ისინი საუბრობენ, თითქოს ოქტომბერში უნდა დამთავრებულიყო პროექტი და კონკრეტულ კომპანიას ერთი თვით გაუხანგრძლივდა ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების ვადის კორექტირება ტექნიკური ხასიათის ცვლილება იყო, თუმცა ეს სამუშაოების დასრულების ვადებს არ შეცვლის.

დედაქალაქის მერის თქმით, რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული.

„როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო 100 დღის ვადა, თუმცა პირველ სამუშაოებს, როგორც იცით, ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). მოგეხსენებათ, მიწის ქვემოთ არსებული ქსელი იყო ამორტიზებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი გასაკეთებელი იყო. ზოგადად ყველა მსგავს პროექტზე, სადაც ვიწყებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, GWP მოგვყვება და ახორციელებს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოებს. როდესაც ეს სამუშაოები დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შევა სამუშაოებით და დაიწყებს შესაბამის პროექტის განხორციელებას – სანიაღვრე ქსელის მოწყობას და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რაც საგზაო მიმართულებით არის აუცილებელი. ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული. ეს მანამდეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, მაგრამ კონკრეტული მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ, სიცრუეში შეიყვანონ მოსახლეობა და მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია. არ დაუჯეროთ, მეგობრებო. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს ნოემბრის ბოლოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნოემბერში საწვავი 28 თეთრამდე გაიაფდა
  • ციხეებში პატიმრების რაოდენობა კვლავ იზრდება – საქსტატის უახლესი სტატისტიკა
  • თვითმხილველები სადგურის მოედანზე ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge