კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა აღარ იგეგმება. როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანულმა კომპანიამ ნაგავსაყრელის შესაძლო გადატანის მიზნით 12 ტერიტორია შეისწავლა, თუმცა კვლევის შედეგად არსებული ტერიტორიის გაუმჯობესება და შესაბამისი სისტემების განვითარება უფრო მიზანშეწონილად შეფასდა.
“მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე დავპირდით, რომ დავიწყებდი ალტერნატიული ტერიტორიების მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება და ნაგავსაყრელის გადატანა. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შევასრულეთ. პროცესში ჩავრთეთ გერმანული კომპანია, რომელმაც შეისწავლა 12 შესაძლო ლოკაცია და მათგან იყო სამი ყველზე შესაფერი დაიწყო მოკვლევები და ამ სამი მუხიანი შინდისი ტერიტორიის გაფართოება. კვლევის ფარგლებში შეფასდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა არ არის საჭირო. ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია საჭიროებს შესაბამის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში იქნება დამთავრებული“ – კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე
