ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ადამიანები თუ მოინანიებენ, აღიარებენ, დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპი და დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
„მივესალმები მონანიებას, აღიარებას. ჩვენი დაპირება, ბუნებრივია, ძალაში. ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება. შესაბამისად, ადამიანები თუ მოინანიებენ, აღიარებენ, დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. ეს არის ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.
