პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მისი შვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში გადაჰყავთ.
როგორც აბრამიშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, ფეიქრიშვილს იმავე ციხეში აბრუნებენ, თუ სხვა დაწესებულებაში.
ის ხელისუფლებას აღნიშნული საქმის კონტროლზე აყვანას სთხოვს.
„ადვოკატი იყო შესული და გამოიტანა ამბავი, რომ დღეს, ის გადაჰყავთ, ციხის საავადმყოფოში თუ, ისევ იმ ციხეში გადაჰყავთ, არ ვიცი. დათუნას ფილტვში სითხეა, მოტეხილი ნეკნი ძალიან ახლოსაა ფილტვთან და ყოველ წუთას შეიძლება რამე მოხდეს, ამიტომ მისი ტრანსპორტირება როგორ მოხდება, არ ვიცი. მეშინია თუ ისევ იმ ციხეში დააბრუნებენ, სადაც ისევ დირექტორი რამაზ ფირცხალავაა, იუსტიციის მინისტრიც არაფერს აკეთებს. იუსტიციის მინისტრმა დღემდე ვერ გაბედა მისი გვარი თქვას – ვერ დათმეს ვერც ყიფიანი და ვერც ფირცხალავა”,- აცხადებს ფირცხალავა.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, თანამდებობა დატოვა გიორგი პატარიძემ. მის პოსტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
