Monday, November 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა, დაკავებულია სამი პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

November 2, 2026
საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა, დაკავებულია სამი პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამი პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.

სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.

იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
  • “რუსული ნარატივი არ გაგივათ!“ – რას წერს ზურაბ სიხარულიძე ტელეკომპანია “იმედის“ რეალითი შოუზე “დამოკიდებული“
  • გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომლებმაც სახელმწიფო 545 165 ლარით აზარალეს – რა სქემა გაშიფრა პროკურატურამ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge