გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილები ციხეში “წინასწარ დადგმული სცენარით” გაუშვეს.
მას შემდეგ რაც საქმეში ახალი მტკიცებულება გაჩნდა, რომელიც ადვოკატების თქმით ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 6 და 7 მარტს სადახლოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა, ბიზსნესმენის დედა, ეკა წერეთელი მოსამართლე იზა კელენჯერიძის და პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე.
მათ მოგვცეს პასუხი, სად იმყოფებოდა აი იმ 6-დან 7-მდე გიორგი ჩიკვაიძე იმ მომენტისთვის და ეს ნამდვილად არ არის სადახლო. ფაქტიურად, თბილისის ფარგლებს არ არის ადამიანი გაცდენილი. მოსამართლე იზა კელენჯერიძე, პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი და ის ცრუ მოწმე და მათთან მდგომი ყველა ის არასწორი ადამიანი, რომლებმაც ეს საქციელი ჩაიდინეს გიორგი ჩიკვაიძის მიმართ – იზა კელენჯერიძე მშვიდად ვერ იქნება წლები რომ გავა და არის კიდევ სხვა მექანიზმები, რომელსაც დრო არ აქვს. ჩვენ აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს მასაც და პროკურორსაც. დააბრალეს, რომ ადამიანი სადახლოს საზღვრიდან იპარებოდა ქვეყნიდან”, – ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი.
გიორგი ჩიკვაიძის და პაპიაშვილის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. სუსი იყო ჩვენს სახლთან, ქუჩაში გადაადგილებისას – ყოველდღე 100 მანქანა დასდევდა. მართალია ამ შემთვევაში სუსს არ გამოეპარებოდა თუ იპარებოდა, სუსს ეს კი არ გამოეპარა, ეს დადგეს”, – აცხადებს ირაკლი პაპიაშვილის მამა.
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში ადვოკატებმა ახალი მტკიცებულება მოიპოვეს – როგორც უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვეს მათი სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, სრულყოფილი შეფასება და გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტა.
როგორც თორნიკე მიგინეიშვილი წერს, ახალი გარემოებები შესაბამისი წესით მიეწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც უკვე წარმოებაშია გიორგი ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე.
პროკურატურუს განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 6-7 მარტის ღამეს იმყოფებოდა სოფელ სადახლოსთან ახლოს და ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
