Sunday, November 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავად აღიარებს კიდეც ბატონი სულხანი, რომ მან დაიჭირა მკვლელები” – რას ამბობს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

October 31, 2026
“თავად აღიარებს კიდეც ბატონი სულხანი, რომ მან დაიჭირა მკვლელები” – რას ამბობს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მოქმედმა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძის და ბესარიონ კავილაძის აღიარებითი ჩვენებები დამალა.

იზა ომაძის თქმით, სწორედ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო, დააკავა ჭელიძე და კავილაძე და აიყვანა წყნეთის განყოფილებაში, სადაც მაშინ განყოფილების უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი იყო.

“თამაზაშვილზე უფრო ძლიერი, ქვაჭრელილზე უფრო ძლიერი და ალბათ ყველაზე ძალიან ძლიერი მფარველობს ამ საქმის არგახსნას” – ამბობს იზა ომაძე.

“თავად აღიარებს კიდეც ბატონი სულხანი, რომ მან დაიჭირა მკვლელები – ჭელიძე და კავილაძე, წაიყვანა და მარტოც ჰქონდა ჯერ კიდევ წყნეთის განყოფილებაში მათთან საუბარი და ალბათ, სადაც გადაიყვანა იქაც თავისთავად იქაც მისცემდნენ მას აღიარებით ჩვენებას. დიახ თამაზაშვილმა ეს ჩვენება დამალა 4 წლის განმავლობაში. თამაზაშვილზე უფრო ძლიერი, ქვაჭრელილზე უფრო ძლიერი და ალბათ ყველაზე ძალიან ძლიერი მფარველობს ამ საქმის არგახსნას – სხვანაირად წარმოუდგენელია.

ამას არ სჭირდება ექსპერტიზა, არანაირი გამოძიება. მაშინდელი მინისტრი, მაშინდელი მაღალჩინოსნები პირდაპირ კავშირში არიან. ( ბიძინა ივანიშვილს) კი არა მე უკვე აღარავის აღარ გამოვრიცხავ, რადგან კონკრეტული ფაქტებია, კონკრეტული ადამიანების ჩვენებებია, რომელიც დაიმალა. როდესაც შეიცვალა მაღალჩინოსნები და ისინი ციხეში აღმოჩდნენ, მე ველოდი რომ ისინი მფარველოდბდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო დამკვეთი, მაგრამ რაკი დღესაც ჩემს ოჯახს არ აქვს პასუხი, თუ რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, მე შემიძლია უკვე ხელი გავიშვირო ყველა მიმართულებით” – ამბობს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების ღამეს, წყნეთის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს: სულხან თამაზაშვილმა – თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა; კახა მურადაშვილმა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ; კახაბერ სირაძემ – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსმა და გელა ქურდაძემ – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა.

ყოფილი პოლიციელის ადვოკატი ქვაჭრელიშვილზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ დაკავების ღამეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა, პოლიციელებს დეტალურად უთხრეს, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა იყო მათი ფინანსური სარგებელი და ა.შ.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან ძმები კაკულიების კავშირის შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა იმ მომენტიდან იცოდნენ, როცა შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლები, ალეკო ჭელიძე და ბესარიონ კავილაძე, დააკავეს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე „ანზორიჩთან“.

საჯარო სივრცეში გაჩნდა ვარაუდი, რომ “ანზორიჩი” ოთარ ფარცხალაძე იყო.

თავის მხრივ სულხან თამაზაშვილი წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ცრუ მოწმეს უწოდებს.

თამაზაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან პირად რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები – დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!” – რას აცხადებს ირაკლი კირცხალია
  • “ვინც ბრალი დაგვდო კონსტიტუციის ხელყოფაში, რა ნამუსით არიან ეხლა სადაც არიან” – გიორგი გამსახურდია
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge