რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს:
“მოლაპარაკებებისთვის მზადება ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას არ გულისხმობს. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ წინააღმდეგი ვართ ცეცხლის შეწყვეტის, რაც უკრაინელებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა… რუსეთი ატარებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იმისათვის, რომ კიევს საერთოდ წაართვას დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა… მოსკოვი არ გეგმავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების თემის წამოჭრას აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
