Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კორუფცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ხდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია – გიორგი შარაშიძე

October 30, 2026
კორუფცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ხდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია – გიორგი შარაშიძე

კორუფცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ისეთ ქვეყნებშიც ხდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს ProPublica-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FBI იძიებდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, რომლის ფიგურანტები იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი, კონგრესმენები ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ შეიძლება, რაც ეს ფაქტები დადატურდება.

„თქვენ რაზეც საუბრობთ, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. სულ მცირე, ამ ინფორმაციის დადასტურებამდე და მისი სანდოობის დადასტურებამდე პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასეთ საკითხზე კომენტარს საერთოდ არ უნდა აკეთებდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, კორუფცია არც ერთ ქვეყანაში მისაღები არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ისეთ ქვეყნებშიც ხდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც „ოცნებამ“ კორუფცია აქცია სისტემურად და პირდაპირ კორუფციის ჭაობში ჩაფლო ქვეყანა, სისტემურ პოლიტიკურ კორუფციას ჩაუყარა საფუძველი, ამერიკაში. დემოკრატიულ ქვეყნებში, თუნდაც ერთი მცირედი გადაცდომის გამო ძალიან მწარედ ისჯება ყველა, ვინც კი შეიძლება, კორუფციაში იყოს ჩართული. ასე რომ, ჯერ ამ ფაქტის დადასტურებას დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ სხვა შეფასებები. ზოგადად, ლობიზმი კანონით დაშვებულია. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ჯო უილსონის, არ მინდა, მჯეროდეს, რომ ვინმე ამას ამერიკის კონგრესში აკეთებს მხოლოდ ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შარაშიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა – თინა ბოკუჩავა
  • დღეს საზოგადოება ნახავს, როგორ ხუხულასავით ჩამოენგრევა „ქართული ოცნებას“ ისედაც აბსურდული, ე.წ. არგუმენტი და რომ რეალური ბრალდება, თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს, არ არსებობს – გიორგი შარაშიძე
  • გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge