Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა” – ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

October 30, 2026
“გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა” – ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში – მას შემდეგ, რაც სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის კრეფსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა, პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ.

“ქართული ოცნების” წევრმა სიორიძეს გუშინდელის მსგავსად კვლავ “ნერვების დაოკებაზე” გაუმახვილა ყურადღება და უთხრა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ ეხენებია. საქმეში საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ჩაერია და გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა – “მეორედ მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია, გაღიზიანებას ვერ ვატყობ”.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა კი “ოცნების” წევრს უპასუხა, რომ გაღიზიენება მას უფრო ეტყობა.

არჩილ გორდულაძე: გასაგებია, რომ ბატონმა სიორიძემ გუშინ ვერ დაიოკა ნერვები და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები. არავინ ეკითხება მას… საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგელნებს, ეს არის ტყუილი. გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ასეთი ტყუილები არ იკადროს, ყველანაირ ზღვარს გადასულია.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: მეორედ მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია , გაღიზიანებას ვერ ვატყობ, შეიძლება ცოტა ემოციური გამოსვლა აქვს, ამიტომ ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო, რაც შეეხება ბრალდებებს ბატონო გიორგი, ცოტა უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო ორექტტული, ამა თუ იმ ფაქტების შეფასებისგან თავი შეიკავეთ, დანარჩენი გააგრძელეთ.

გიორგი სიორიძე: მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო შეფასებები, ეს არის საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რომელზეც ტავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ – გარდა ამისა, კრეფსები არაერთხელ გამოსულა, მათ შორის ამ კრეფსებში პოლიტიკური ოპონენტები მოხვედრილან და ეს მართლა ხდებოდა. უბრალოდ ბატონმა გორდულაძემ გადაწყვიტა… ჯერ ერთი თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემს რწმენას და ეკლესიურობას. როგორ ბედავთ ეკლესიაზე საუბარსო, ეს რა განცხადებაა ბატონო მოსამართლევ? გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა, მე არანაირად არ ვღიზიანდები.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წისნ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი სიორიძის გამოსვლის შემდეგ, გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა – თინა ბოკუჩავა
  • დღეს საზოგადოება ნახავს, როგორ ხუხულასავით ჩამოენგრევა „ქართული ოცნებას“ ისედაც აბსურდული, ე.წ. არგუმენტი და რომ რეალური ბრალდება, თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს, არ არსებობს – გიორგი შარაშიძე
  • გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge