ქობულეთში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ზუსტ გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.
ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან ფეისბუკგვერდი kobuleTi live ავრცელებს:
