იყო რომელიმე კომპანიის დირექტორი და პარალელურად საჯარო სამსახურში იკავებდე ასეთ მაღალ თანამდებობას, ეს პირდაპირ კანონდარღვევაა, მაგრამ არ არსებობს რამე, რასაც „ქოცის“ ფანტაზია ვერ მოიფიქრებს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლითაც გამოავლინეს 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, „კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციას“.
თაზო დათუნაშვილის თქმით, „ეს არის ტოტალური კორუფციის, ტოტალური ნეპოტიზმის და ტოტალური სისტემური სიმახინჯის შედეგი, რომელიც „ქართლი ოცნების“ 14 -წლიანი მმართველობის მოდელია“
„ყველაზე იაფფასიანი თაღლითის ფანტაზიაც ვერ გასწვდება იმ ფორმებსა და სქემებს, რომლითაც „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები სხვადასხვა ფორმით არიან შეზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტთან და ამას იღებენ პირადი სარგებლის მიზნით, იქნება ეს კანონპროექტების წერა, თუ კონკრეტული შეღავათების დაწესება პარლამენტარების მიერ და ბიზნესსაქმიანობის პირდაპირ საპარლამენტო დარბაზში ლობირება, გაგრძელებული პრემიერ – მინისტრებით და მინისტრთა კაბინეტის წევრებით, რომლებიც მილიონებს იღებენ სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში.
აქ საქმე გვაქვს წვრილფეხა ჩინოსნობასთან, რომლებიც ცალსახად თავის თანამდებობრივ პოზიციებს იკავებენ, ამ თანამდებობრივ პოზიციებთან ხშირად შინაარსობრივად და თემატურად დაკავშირებული ბიზნესები“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, გამოავლინეს 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციას.
„მათ შორის არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე მერაბ ბექაია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი“, – წერს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს.
