„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია – მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, – ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა, ვინაიდან 15 დეკემბერს იყო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული.
„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ…
მოულოდნელად გამოიხედა თანამშრომელმა დიტო ჩუბინიძე გაემზადე სასამართლოსთვისო. მოწმენდილ ცაზე რომ მოხდება რაღაც… 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული პროცესი და ასეთი რამ მოხდა“,- აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”.
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
