ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ მან კომენატრიც გააკეთა
“მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით. და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ. მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით” – უთხრა სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებულმა და დღეს 4 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ “ნეტგაზეთს”
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 22 სექტემბერს დააკავეს
