Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სტრასბურგს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა… თუ მაინც აკრძალავენ, არის ყველა საფუძველი, რომ ეს შეფასდეს, როგორც სრულიად უსამართლო” – პარტიების აკრძალვის სკანდალური სარჩელი: ექსპერტის მოსაზრება

October 29, 2026
“სტრასბურგს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა… თუ მაინც აკრძალავენ, არის ყველა საფუძველი, რომ ეს შეფასდეს, როგორც სრულიად უსამართლო” – პარტიების აკრძალვის სკანდალური სარჩელი: ექსპერტის მოსაზრება

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­და­სავ­ლუ­რი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა – მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ შე­ტა­ნილ სარ­ჩელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი, ანუ სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე იხი­ლავს. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ 6 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო.

სარ­ჩე­ლით პარ­ლა­მენ­ტის 88 დე­პუ­ტა­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­გან მო­ი­თხოვს ხუთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის – “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო – ლელო“, “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი“ და “გა­ხა­რია – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ საქ­მი­ა­ნო­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბას, მათ აკ­რძალ­ვა­სა და მათი რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას ითხოვს.

მო­სარ­ჩე­ლე­თა მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის დამ­ხო­ბა, ან ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელს თან ერ­თვის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნა.

სა­სა­მარ­თლო გან­მარ­ტავს, რომ მის პრაქ­ტი­კა­ში აქამ­დე არ შე­ფა­სე­ბუ­ლა უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბი­სა და მისი აკ­რძალ­ვის სა­კი­თხი. სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, საქ­მე “იშ­ვი­ათ ან/და გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თლებ­რივ პრობ­ლე­მას“ წარ­მო­შობს.

გან­ჩი­ნე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ხუთი პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო სპექტრზე ახ­დენს გავ­ლე­ნას და სა­სა­მარ­თლოს თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტი­ის მი­მართ ცალ-ცალ­კე მო­უ­წევს შე­ა­ფა­სოს, არ­სე­ბობს თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის სა­ფუძ­ვლე­ბი. პირ­ვე­ლი კო­ლე­გი­ის თა­ნახ­მად, სწო­რედ ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ამ საქ­მე­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი პლე­ნუმ­მა და­ად­გი­ნოს.

პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა ორ­ჯერ შეც­ვა­ლეს. პირ­ვე­ლი სარ­ჩე­ლი 2025 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სამი პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით შე­ი­ტა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­თხოვ­ნა გა­ფარ­თოვ­და: 2026 წლის აპ­რილ­ში ახალ სარ­ჩელს “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი“ და­ე­მა­ტა, სექ­ტემ­ბერ­ში კი “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­საძ­ლო აკ­რძალ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რი. ევ­რო­კო­მი­სი­ის 2025 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გარ­კვე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის გან­ზრახ­ვა და ამ სა­კი­თხზე წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ციპ­ზე პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმა.

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მცდე­ლო­ბა, აკ­რძა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა. ეს არის დარ­ტყმა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მათი ელექ­ტო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა არის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი და ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ელექ­ტო­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რის და­კარ­გვის პო­ტენ­ცი­რე­ბას ამ რეპ­რე­სი­უ­ლი გზე­ბით და მე­თო­დე­ბით. რა თქმა უნდა, ამას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო არც დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვას­თან და არც კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან. ეს არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავ­ნე­ბო­ბი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, ისი­ნი ვერ იტა­ნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უნდა იყოს ამომ­რჩევ­ლის და არა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მით უმე­ტეს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს და ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას…

ამ სარ­ჩელს დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის პრინ­ცი­პებ­თან არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აკავ­ში­რებს და უფრო მე­ტიც, ის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყავს, მათ შო­რის, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მა­თაც არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან, სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­ლო­ბას­თან, სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებ­თან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ისევ და ისევ მივ­დი­ვართ ამომ­რჩევ­ლის­თვის არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვას­თან. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა საკ­მა­ოდ ბევ­რგან გვხვდე­ბა, ყველ­გან, სა­დაც არის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი. ასე­ვე გვხვდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც, მაგ­რამ იქ არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტი და თუ ამ სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტით მი­ვუდ­გე­ბით, ამ მხრივ გერ­მა­ნია ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და კარგ მა­გა­ლი­თად. იქ დღე­საც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მი­დის სა­უ­ბა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის “ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის“ (AfD) აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ის არის ნა­ცის­ტე­ბის მემ­კვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო (რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვაქვს და არც გვქო­ნია), იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­ის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მხო­ლოდ სა­უბ­რე­ბია და AfD არა­ვის აუკ­რძა­ლავს.

– ხან­და­ხან მა­გა­ლი­თად უკ­რა­ი­ნა მოჰ­ყავთ, სა­დაც პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი აიკ­რძა­ლა…

– მინ­და ხაზი გა­ეს­ვას იმას, რომ უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს არა სა­მო­ქა­ლა­ქო, არა­მედ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მი – ეს ერთი. მე­ო­რე – იქ აიკ­რძა­ლა ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, ანუ ქვეყ­ნის ღა­ლა­ტით იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აგ­რე­სორ სა­ხელ­მწი­ფოს­თან. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ჩვენ ვხე­დავთ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, საქარ­თვე­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია, ხოლო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან – და­სავ­ლეთ­თან არის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, მე მგო­ნი, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა არის უფრო მე­ტად კო­ლა­ბო­რან­ტი და, მით უმე­ტეს, რო­მელ ძა­ლას გა­აჩ­ნია ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

– ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­საძ­ლო აკ­რძალ­ვას ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რი. ამ სა­კი­თხზე წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ციპ­ზე პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმა. ეს ევ­რო­კო­მი­სი­ის 2025 წლის ან­გა­რიშ­შიც შე­ვი­და…

– ევ­რო­კავ­შირ­მა ძა­ლი­ან ცალ­სა­ხად გა­უს­ვა ხაზი იმას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა არის მო­რი­გი წი­თე­ლი ხაზი, რო­მელ­საც თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­დაკ­ვეთს, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იან­ვარ­ში იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მის მი­ნი­მა­ლუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა არის ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ცი­პის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა და გა­ჩა­ნა­გე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვენ პარტნი­ო­რებს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ილუ­ზი­ე­ბი, მე მგო­ნი, აღარც დარ­ჩათ – სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუ­სუ­ლი ტი­პის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და მხო­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­წევს ძალა, რომ აღ­ნიშ­ნულს გა­უ­წი­ოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. და­სავ­ლე­თის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა იყო, არის და იქ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი ამ მხრივ უაღ­რე­სად თან­მიმ­დევ­რუ­ლია, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისე­ვე რო­გორც უნ­გრეთ­ში “მა­დი­ა­რის მოძ­რა­ო­ბამ“ მო­ა­ხერ­ხა ავ­ტო­რი­ტა­რი ორ­ბა­ნის და­მარ­ცხე­ბა, ისე­ვე, რო­გორც სერ­ბეთ­ში სტუ­დენ­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს არა­ნაკ­ლებ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ლი­დე­რის და­მარ­ცხე­ბა, თუ იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თოს ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ებამ, ჩვენ უნდა ვი­პო­ვოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით ძალა, რომ გა­ვუ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ამ რუ­სულ ოლი­გარ­ქი­ულ რე­ჟიმს. ამის შემ­დეგ, უკვე, რა თქმა უნდა, და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გა­ნაც იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბაც და დახ­მა­რე­ბაც.

– რით დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი და, და­ვუშ­ვათ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ “ოც­ნე­ბის“ სა­სურ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სტრას­ბურ­გში გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის რა შან­სე­ბი არ­სე­ბობს?

– სტრას­ბურგს აქვს საკ­მა­ოდ მკაც­რი მიდ­გო­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა-არაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მთლი­ა­ნად ამ პრო­ცე­სის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი აბ­სურ­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას­თან მი­მარ­თე­ბით და სხვა, ქმნის სა­ფუძ­ვლებს იმის­თვის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი რო­გორც სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო და სტრას­ბურგს გა­აჩ­ნია იმის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ გა­მოს­ცეს დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ხილ­ვის დროს გა­ა­უქ­მოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იქ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ა­გი­რე­ბა მო­რიგ ჯერ­ზე სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში მათ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე – ჩვენ გვახ­სოვს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რას ამ­ბობ­და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავთ, რომ ყვე­ლა კრი­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტში ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მარ­თა­ლი იყო (მაგ. როცა კო­რუფ­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და – ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ბურ­ჭუ­ლა­ძის და სხვე­ბის საქ­მე­ე­ბი ამას ძა­ლი­ან ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს). აშ­კა­რაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ მხო­ლოდ და მხო­ლოდ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებს.

ღრმად მწამს, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ძა­ლი­ან ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ მათი ელექ­ტო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის სა­კუ­თარ ბა­ზა­ში, სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებ­ში მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია და რად­გა­ნაც მათ სურთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თო­ბის, მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ მეტი რეპ­რე­სი­ით წა­არ­თვან ქარ­თველ ხალ­ხს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არის და ეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე
  • პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – დავით ქართველიშვილი
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge