თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები, ნელი ხატიაშვილის ხანძარის შედეგად, უსახლკაროდ დარჩა.
მისთვის, დასახმარებლად თანხის შეგროვება, მისივე თანასოფლელმა ახალგაზრდამ ითავა.
რომან ქევხიშვილი ამბობს, რომ კამპანიის დაწყება მაშინ გადაწყვიტა, როცა მარტოხელა პენსიონერის სახლი, ხანძარმა სრულად გაანადგურა.
“ნელი ხატიაშვილს მთელი ცხოვრება კეთილი ადამიანების თანაგდომით გააქვს თავი. იმ სახლში არ ჰქონდა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, არც გაზი და არც ელექტროენერგია. ხანძრამდეც, წყლის ასადუღებლად ღუმელი აუნთია, პურისთვის წასულა მაღაზიაში და წამებში ფერფლად იქცა ყველაფერი. დარჩა სახლის და ყველაფრის გარეშე. მერია დაგვპირდა, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს თანხას, მაგრამ ეს დროშია გაწელილი. საკმაოდ გულისხმიერი აღმოჩნდა ხალხი, გარდა აკურელი ემიგრანტებისა, ვინც ნელის იცნობენ, სრულიად უცხო ადამიანებმა ჩარიცხეს ფული. იყო 1000 ლარის დარიცხვის ფაქტიც და 1 ლარის დარიცხვაც. მთავარი მაინც თანაგრძნობაა”, – განაცხადა ქევხიშვილმა.
თავად ნელი ხატიაშვილი ამბობს, რომ თანასოფლელების თანადგომის უსაზღვროდ მადლიერია.
“სიტყვებიც არ მყოფნის, რა ვთქვა. სასოწარკვეთილი ვიყავი. შვილმკვდარი ქალი ვარ, ათასი უბედურება და გაჭირვება მაქვს ნანახი. ათასმაგად დაუბრუნოს ღმერთმა ყველას, ვინც ჩემი უბედურება გაიზიარა და ღია ცის ქვეშ არ დამტოვა”, – ამბობს მარტოხელა ქალი.
წყარო – “პრაიმ ტაიმი”