პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების დედა ამტკიცებს, რომ ტელეფონები, რომელიც გამოძიებამ მისი სახლიდან ამოიღო და დალუქულ მდგომარეობაში იყო, მის შვილს, დავით ფეიქრიშვილს საკანში შეუტანეს და ცემით და მუქარის გამოყენებით გახსნას აიძულებდნენ.
როგორც ნინო აბრამიშვილი ამბობს, საუბარია მისი შვილიშვილის და მისი შვილის ტელეფონებზე.
ფეიქრიშვილების დედას პროკურატურისგან აინტერესებს, “როგორ მოხვდა ტელეფონები დამნაშავეების ხელში”.
“საიდან მოხვდა ჩემი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის და დავით ფეიქრიშვილის ტელეფონები, რომელიც იყო დალუქულ მდგომარეობაში, გამომძიებელთან? რას გვიპასუხებს ამაზე პროკურორი და ვაკე-საბურთალოს მილიციის უფროსი? რანაირად მოხდა ამ დამნაშავეების ხელში, რომლებიც ამ ტელეფონებით აჩვენებდნენ ჩემს შვილს და ესენი ზუსტად ის ტელეფონებია და იყო ლაპარაკი – ეს გახსენი, ის გახსენი და ეს გვაჩვენე.
ამ ტელეფონებს აჩვენებდნენ ჩემს შვილს. საკანში ჰქონდათ შეტანილი სპეციალური აპარატურა, რომელიც იყო დაყენებული ფანჯარაზე და ამ აპარატურის მეშვეობით (იმიტომ რომ ციხეში არ არის ინტერნეტი) და აი ამის მეშვეობით ხდებოდა ზეწოლა, ცემა სადისტური და ასეთი სადისტური მოპყრობა. ბატონო ბიძინა, თქვენ ვერ დარჩებით კულუარებში, იმიტომ, რომ ეს საქმე უნდა იყსო გამოძიებული”, – აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
