Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორი გიორგი ბარვენაშვილი “ბეთლაივის” მფლობელის, ლაშა კვაჭაძის მეგობარია”- სტუდია მონიტორი

October 28, 2026
“აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორი გიორგი ბარვენაშვილი “ბეთლაივის” მფლობელის, ლაშა კვაჭაძის მეგობარია”- სტუდია მონიტორი

პარლამენტმა აზარტული თამაშების ხელშეწყობის კანონი დაჩქარებული წესით მიიღო – სტუდია მოინიტორმა გამოიკვლია კანონის თანაავტორის, გიორგი ბარვენაშვილის კავშირები სათამაშო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელთან.

სტუდია მოინიტორის თანახმად, აზარტული თამაშების ხელშემწყობი კანონის თანაავტორი გიორგი ბარვენაშვილი სათამაშო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელ ლაშა კვაჭაძესთან მეგობრობს.

ამ ასოციაციის დამფუძნებლებს ეკუთვნით კომპანიები “ბეთლაივი” და “ლიდერბეთი”. ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ახვლედიანი კი პარლამენტარ ისკო დასენის შვილების ბიზნეს პარტნიორია.

როგორც სტუდია მოინიტორი წერს, ლაშა კვაჭაძე “ბეთლაივის” ერთ–ერთი დამფუძნებელია. ამავე კომპანიაში აქვს 3%-ანი წილი ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლისძმას, თამაზ ხარაიძეს.

სტუდია მოინიტორისვე ცნობით, კანონის თანაავტორი პარლამენტარის, გიორგი ბარვენაშვილისა და ლაშა კვაჭაძის ცოლები – მაია მაისაძე და მზია გიგაური, ბიზნეს პარტნიორები არიან.

  • საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების უფლება ენიჭებათ. კანონის ამოქმედებისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება, თუ დაკმაყოფილდება ორი მთავარი პირობა:

  • მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება (თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული 70%-იანი ზღვარი გაიზარდა);

  • საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მმართველი გუნდის განმარტებით, ტურნირები წინასწარ შედგენილი სიითა და მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით ჩატარდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ეს პროცესი ფაქტობრივად სპორტული ტურნირის ანალოგიურია.

კანონპროექტით ასევე დაწესდა მკაცრი ფინანსური სანქციები:

  • სანებართვო პირობების დარღვევისთვის ორგანიზატორი 50 000 ლარით დაჯარიმდება;

  • არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის მოწყობა 150 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ინიციატივას ოპოზიციური პარტია „ლელო“ და სახალხო დამცველის აპარატი ეწინააღმდეგებიან. საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს საპატრიარქოსაც. ოპონენტების ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ 10 000-მონაწილიან მასშტაბურ ტურნირებზე 20%-იანი კვოტა თამაშში საქართველოს დაახლოებით 2 000 მოქალაქის ჩართვას დაუშვებს, თუმცა კანონმდებლების განმარტებით, 25 წლიანი ასაკობრივი ზღვარი და რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უცვლელად შენარჩუნდება.

აზარტული თამაშების სექტორში რეგულაციები 2022 წლიდან გამკაცრდა – აიკრძალა რეკლამა, საჯარო მოხელეებისა და სოციალურად დაუცველების თამაში, გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი და საგადასახადო ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებმა სექტორის ზრდის ტემპი შეანელა, ოფიციალური სტატისტიკით, ბაზრის ბრუნვა მაინც გაიზარდა და 48 მილიარდიდან 89 მილიარდ ლარს მიაღწია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ვნახავ , რომ ჩემი სპორტული გამოსვლით ქვეყანა შევარცხვინე, წავალ”- მერაბ დვალიშვილი
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოსთან – „ქართული ოცნების“ წევრებს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge