Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები, ნიშნავს, რომ ან რევოლუციას აწყობ, ან ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ, ან არაფერი გესმის პოლიტიკის”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

October 28, 2026
“პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები, ნიშნავს, რომ ან რევოლუციას აწყობ, ან ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ, ან არაფერი გესმის პოლიტიკის”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

გუშინ ანი წითლიძემ „ქოცები“ და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა. მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც ასე აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, ზოგადად, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარლამენტი სკამი და ხელფასი არ არის, ეს არის ყოველდღიური შესაძლებლობა, ოპონენტებს პირდაპირ უთხრა ის, რაც სათქმელია.

„ხოლო პოლიტიკა ზუსტად რომ სიტყვით დაპირისპირებაა და პოლიტიკა რომ ცოცხალი იყოს, ამისთვის სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი დაპირისპირება არის შესაძლებელი. ჰოდა, თუ ეს გამოსვლა ცუდია ქართული ოცნებისთვის, მაშინ ათობით და ასობით ასეთი გამოსვლა ხომ მთლად საშიში გახდებოდა ხელისუფლებისთვის? ახლა ამ გამოსვლას, როგორც არ უნდა ატრიალო, ცოტა ადამიანი ნახავს და პროპაგანდა მას მაინც გაუმკლავდება, მაგრამ ათობით ასეთი და უკეთესი გამოსვლები რომ ყოფილიყო პარლამენტში ყოველკვირეულად, მაშინ ოცნებას დიდი პრობლემა შეექმნებოდა.

ასე რომ, ოპოზიციის პრობლემები არა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა, ეს ასევე იმ უგუნურობის დამსახურებაა, რომლის შედეგად ხალხმა:

– „ბოიკოტი“ კარგ ამბად მიიჩნია;
– პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთება აუკრძალა და მერე იმას გაჰყვირის, რომ „პოლიტიკა მოკვდა“;
– და პარლამენტში უმეტესწილად ისეთი ადამიანები აირჩია, რომელთაგან არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე ხეირიანის თქმის უნარი გააჩნია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ამ უგუნურობის გავრცელებაში ანის პარტიას დიდი წვლილი ეკუთვნის.

არადა, ხალხს აშკარად პოლიტიკა სწყურია. მას პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება მოსწონს და არა ის მარაზმი, რომელიც, მაგალითად, მედიაში ხდება, როცა პოლიტიკურ გადაცემებში პოლიტიკოსები მარტო თუ სხედან, ხოლო ეთერი გავსებულია იმ ხალხით, ვისაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა – აქტივისტები, პატიმრების ახლობლები თუ ჟურნალისტები (ამ უკანასკნელებს საერთოდ რა ესაქმებათ ერთმანეთთან რესპონდენტებად რომ დადიან, ხომ საერთოდ არ მესმის).

ჰოდა, დროა, მარტივი ჭეშმარიტებები გავიაზროთ და შეცდომები არ გავიმეოროთ. პოლიტიკა სიტყვით დაპირისპირებაა და არა სადღეგრძელოების ეთერში თქმა. პოლიტიკოსები უნდა დებატობდნენ პარლამენტში და ეთერებში. რადგან როცა და თუ ლაპარაკი ჩერდება, იწყება ჩხუბი: ამიტომ „პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები“ ნიშნავს, რომ: ა) ან რევოლუციას აწყობ და ლაპარაკის დრო არ გაქვს; ბ) ან ხელისუფლების მხარეს ხარ და ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ; გ) ან არაფერი გესმის პოლიტიკისა. ვინ ვინაა, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ხმაური სასამართლოსთან – ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს დაუპირისპირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge