ევროპაში, ბოლო ათწლეულებში ჯამში 150 პარტია აიკრძალა! – ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება და საქართველოში დემოკრატიის საფრთხედ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი გაბუნიას თქმით, მათ შორის, უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია.
„უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია! მოლდოვაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 8 პარტია!!! ევროპაში, ბოლო ათწლეულებში აიკრძალა ჯამში 150 პარტია!
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება და არანაირი კრიტიკა არ არის, ხოლო საქართველოში დემოკრატიის საფრთხედ“, – წერს გიორგი გაბუნია.
