საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, შიდა ქართლში, მამას შვილების სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამ თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა, დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხა – აღნიშნულზე ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ბავშვის მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ, სოციალური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მამის ანგარიშზე გადარიცხული თანხის მიზნობრივ ხარჯვას. თანხა მამის ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში ირიცხებოდა.
მამა სასამართლოში აცხადებდა, რომ ბავშვზე საუკეთესოდ ზრუნავდა, თუმცა საჭირო დოკუმენტაცია არ შეუგროვებია.
გადაწყვეტილება საბოლოოა, ხოლო მის აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს
