Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს”- 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორი

October 28, 2026
“მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს”- 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორი

მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ასევე მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან, ირაკლი ჩხვირკვიასთან და გური ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი აღიარება გახდა.

„ბრალდების მხარემ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა. დღევანდელ სხდომაზე თითოეულმა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალდებას, ასევე უდაოდ ხდიან ყველა მტკიცებულებას, რაც ადასტურებს, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ასევე, მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ფაქტს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. სასამართლომ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაამტკიცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება“, – განაცხადა თოდუამ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა – საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეთა 80% უცხოელი უნდა იყოს
  • “ჩემო ლულუ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ შენს ხმას ვეღარასდროს გავიგონებ…” – ძმის ქორწილში მოკლულ ბიჭს ემშვიდობებიან
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს”- თენგო თევზაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge