სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ ქუთაისში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დაათვალიერა – ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაესაუბრა პატიმრებს და ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს.
ინდივიდუალური შეხვედრებისას მსჯავრდებულებმა და ბრალდებულებმა სახალხო დამცველს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს მათი მდგომარეობის, პატიმრობის პირობებისა და სხვა პრობლემების შესახებ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს.
“2026 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქალაქ ქუთაისში, N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა.
სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაესაუბრა პატიმრებს და ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ინდივიდუალური შეხვედრებისას მსჯავრდებულებმა და ბრალდებულებმა სახალხო დამცველს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს მათი უფლებრივი მდგომარეობის, პატიმრობის პირობებისა და სხვა პრობლემების შესახებ.
სახალხო დამცველი ასევე გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, მათ შორის მსჯავრდებულთა ჩართულობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობის პრობლემასა და დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე.
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა” – წერია განცახდებაში.
