Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნაწყენი ვარ” – ელიზბარაშვილის თქმით, ძაღლების თავშესაფარს გააჩუქებს “გარკვეული პირობებით”

October 28, 2026
ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების შემდეგ ამბობს, რომ 23 წლის განმავლობაში “შეხიდული იყო ქვეყანას”, ახლა “ძალიან ნაწყენია” და იმსახურებდა, ციხეში არ ჩაესვათ. მისი თქმით, ამის გამო გადაწყვიტა, თავისი ძაღლების თავშესაფრის ტერიტორია უსასყიდლოდ გაასხვისოს ნებისმიერ ბიზნესმენზე, ვინც 5 წლის განმავლობაში იგივე ტიპის ქველმოქმედებას გააგრძელებს. 5 წლის შემდეგ კი შეძლებს, ტერიტორია სურვილისამებრ გამოიყენოს.

“ვიმსახურებდი იმას, რომ ამდენი ხანი ციხეში არ გავეშვი… ეს სასჯელი არ ითვალისწინებდა მარტო ციხეს… ითვალისწინებდა ან ჯარიმას, ან იძულებით შრომას ან ციხეს მაქსიმუმ ერთ წლამდე და მგონი, იმდენი დამსახურება მქონდა და ვიმსახურებდი იმას, რომ ციხეში არ ჩავესვი და დიდი-დიდი, დავეჯარიმებინე, მაგრამ არა, ჯარიმაც გადამახდევინეს, ციხეც მახეხინეს და პირობითიც გამომაყოლეს.

მე ძალიან ნაწყენი ვარ. სხვა გამოსავალი რომ არ დამიტოვეს, 1 წელი რომ არ ვმჯდარიყავი, დავთანხმდი ამას შეგნებულად. ციხეში რატომ უნდა დამეკარგა დრო? შევთავაზე, ჯარიმას გადავიხდი, ამხელა საქმეს ვაკეთებ, ჩამითვალეთ იძულებით მუშაობაში და გამიშვით გარეთ, მაგრამ არა. ბოლოს, რაზეც შევთანხმდით, მოვუწერე ხელი და გამოვედი. ორი თვე ციხეში ვიყავი, ჯარიმა ჯარიმად გადამხდევინეს, თან ცოტა კი არ გადამახდევინეს, დიდი თანხა გადამახდევინეს და პლუს, პირობითიც.

ამიტომ, მე გადავწყვიტე, საჯაროდ გამოვაცხადო, ჩემი თავშესაფარი სად მდებარეობს, იცით – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, 3 000 კვადრატული მეტრია, ცოტა მეტი, თავისი შენობა-ნაგებობებით. მთლიანი ღირებულება მილიონახევარ დოლარზე მეტია, მზად ვარ, ნებისმიერ ბიზნესმენს, ქართველი იქნება თუ უცხოელი, მივცე საკუთრებაში, ვაჩუქო, იმ პირობით, რომ 5 წელი, განა 23 წელი, 5 წელი აკეთოს ის ქველმოქმედება, რასაც მე ვაკეთებდი. 5 წლის მერე შეუძლია, ქველმოქმედება შეწყვიტოს და ის გააკეთოს, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ამ პირობით მზად ვარ, ნებისმიერ ბიზნესმენს გავუფორმო ხელშეკრულება.

საქართველოში გამოჩნდება თუნდაც 1 კაცი? რამდენი ბიზნესმენია, ქართველი იქნება თუ უცხოელი, 5 წელი აკეთოს ის ქველმოქმედება, გამოჩნდება ვინმე?” – ამბობს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და დარბაზიდან გათავისუფლდა
თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს დააკავეს და 22 ოქტომბერს გაათავისუფლეს. საპროცესო შეთანხმების პირობებით, მას 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაეკისრა 50 000-ლარიანი ჯარიმა.

“ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს. ხმამაღალი საუბარი დამიწყეს, რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ. 15 წუთის განმავლობაში “მაკაჩავეს”. ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩავიდოდი.

როცა მივდიოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს, უკან ჩამომსვლელი არ ხარო. მე, როგორც ვაჟკაცმა კაცმა, გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. ცოლთან ერთად თავს არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ, რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვისას შეეშინდათ ამ ბიჭებს. მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს, როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა.

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო. რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“, – თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ელიზბარაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე”- თბილისის მერია
  • “ევროპაში, ჯამში, 150 პარტია აიკრძალა! – ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როცა ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინასა მოლდოვაში დემოკრატიის დაცვად ცხადდება, საქართველოში კი საფრთხედ”- რას ამბობს გიორგი გაბუნია
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge