Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე – აჭარის რადიოს მატიანეში“ – წამყვანი და გადაცემების ავტორი ინგა მებონია გარდაიცვალა

October 28, 2026
„მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე – აჭარის რადიოს მატიანეში“ – წამყვანი და გადაცემების ავტორი ინგა მებონია გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს გუნდი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და კოლეგის, ინგა მებონიას გარდაცვალების შესახებ წერს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო.

მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს. მან რადიომაუწყებლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა — მუშაობდა რა სხვადასხვა რედაქციაში, ყოველთვის სანიმუშო პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით ემსახურებოდა საზოგადოებას.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კონტაქტის“ ავტორი და წამყვანი. მის გადაცემებში ყოველთვის იგრძნობოდა განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და მუდმივი მცდელობა, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თემები მიეწოდებინა.

ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი — ის იყო ჩვენი გუნდის საიმედო მეგობარი, თბილი, გულისხმიერი და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც თითოეულ კოლეგას მხარში ედგა. მისი ყოველი დღე სამსახურში იწყებოდა ღიმილითა და სითბოთი, რომელიც კოლექტივში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

აჭარის რადიოს კოლექტივი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს ძვირფას თანამშრომელს. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე — აჭარის რადიოს მატიანეში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ჟურნალისტურ საზოგადოებას“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე”- თბილისის მერია
  • “ევროპაში, ჯამში, 150 პარტია აიკრძალა! – ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როცა ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინასა მოლდოვაში დემოკრატიის დაცვად ცხადდება, საქართველოში კი საფრთხედ”- რას ამბობს გიორგი გაბუნია
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge