Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ასეთია „ოცნება“, ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს” – გიორგი შარაშიძე

October 28, 2026
არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით! კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს – გიორგი შარაშიძე ირაკლი კირცხალიას

მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან, „ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრის მიზანი პარლამენტში ოპოზიციის მანდატების გაუქმებაა.

„ასეთია „ოცნება“, ქოთანს ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და არა, სამართლებრივი. სავარაუდოდ, სასამართლოში ხვალ ჩვენი გამოსვლის დრო იქნება. საზოგადოება დარწმუნდება, რომ სარჩელში ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამატება ხელოვნური იყო და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – პარლამენტში 12 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატი გაუქმებული იყოს.

მინდა, მკაფიოდ ავხსნა, რას ცდილობს, „ოცნება“. უტიფარი განცხადებებია, რომ თითქოს მანდატებს გვიტოვებენ. დიდი ბოდიში, რა მანდატებს გვიტოვებენ? – ეს 12 მანდატი პარტიას ეკუთვნის. ეს არ ყოფილა მაჟორიტარული არჩევნები, 200 ათასამდე მოქალაქეს კონკრეტული ინდივიდებისთვის ხმა არ მიუცია, მოქალაქეებმა ხმა მისცეს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, პარტიის აკრძალვა მანდატების აკრძალვას ნიშნავს.

ახლა „ოცნებას“ სურს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს და ხალხს უთხრას, თითქოს პარტიას კი ვკრძალავთ, მაგრამ თუ პარლამენტში მუშაობა უნდათ, აგერ, ბატონო, მათი მანდატებიო. დიდი ბოდიში, ასე არ არის. „ოცნება“ პარტიის აკრძალვით მანდატებსაც კრძალავს.

ერთი მაგალითია ამის ასახსნელად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენი 12 დეპუტატიდან რომელიმეს რომ დასჭირდეს გასვლა, თუ სიები ჩახსნილი იქნება, ვინ ჩაანაცვლებს მას? – ეს მაგალითი პირდაპირ აჩვენებს „ოცნებისა“ და პაპუაშვილის ამ არგუმენტის აბსურდულობას. ეს ასე ვერ და არ მოხდება. მანდატების გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია პარტიის გაუქმებასთან.

„ოცნება“ თავად აუქმებს ჩვენს მანდატებს და ამით პარლამენტში აბრუნებს იმ ერთპარტიულობას, რაც ერთი წლის განმავლობაში იყო. ეს უნდა, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი კანონები ისე გაიტანოს, ხალხმა ამის შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგოს. ამის დასტურია, აზარტულ თამაშებზე მომზადებული ცვლილებები, რომელსაც ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს“, – განაცხადა შარაშიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე”- თბილისის მერია
  • “ევროპაში, ჯამში, 150 პარტია აიკრძალა! – ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როცა ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინასა მოლდოვაში დემოკრატიის დაცვად ცხადდება, საქართველოში კი საფრთხედ”- რას ამბობს გიორგი გაბუნია
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge