მკვლელობა მოხდა რესტორან “ლისი მერესთან” – ახალგაზრდა მამაკაცი ძმის ქორწილში მოკლეს.
მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მინდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლული ახაგაზრდა მამაკაცი 25 წლის გურამ ბოიკოა.
ადგილობრივი გამოცემის “მთავარი ამბები კახეთიდან” ცნობით, ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, რესტორან “ლისი მერეში”, ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათი თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
