რა ღირს ოქრო საერთაშორისო ბირჟებსა და საქართველოში?
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 995 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის 0.71%-იანი კლებაა.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 128.44 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.71%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 52.82 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.65%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 27 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში საშუალოდ, 312.36 ლარია, 750 სინჯის – 234.29 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 182.75 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 3.70 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 3.24 ლარია.
