Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2012 წელს ის პირდაპირ მიუთითებდა… – წითლიძე სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილს ციტირებს

October 27, 2026
2012 წელს ის პირდაპირ მიუთითებდა… – წითლიძე სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილს ციტირებს

ანი წითლიძე “ქართულ ოცნებას” ახსენებს, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში სწორედ კოალიციით მოვიდა – მაშინ როცა ივანიშვილის გუნდი სარჩელში პარტიების აკრძალვის საფუძვლად თანამშომლობის სურვილს ასახელებს, ანი წითლიძის თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ.

“უნდა ჩაეთვალა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო? კლასიკური აბსურდია” – აცხადებს ანი წითლიძე.

მოსარჩელეს ჩამოთვლილი აქვს არგუმენტები, რაც მათი აზრით, პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს. აქ თემიდა ალბათ იტირებდა, ეს რომ ენახა. მოსარჩელე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები თვისებრივად ერთიანი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ამის მაგალითია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა. თუ მმართველი პარტია პოლიტიკურ ალიანსებს და ერთიან ოპოზიციურ ფრონტს ანტიკონსტიტუციურ საბოტაჟად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ მრავალპარტიული სისტემის არსებობა ამ ქვეყანაში არ უნდათ და მიზნად ისახავენ, ნებისმიერი ალტერნატიული აზრის კანონს მიღმა დატოვებას. მეტიც, გავიხსენოთ 2012 წელი, თავად „ქართული ოცნება“ კოალიციური გაერთიანებით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ პერიოდში, საჯაროდ გაჟღერებული განცხადებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევდათ და აიძულებდნენ, რომ ხელისუფლება დაეთმოთ. ეს უნდა ჩაეთვალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო და აეკრძალა მაშინდელი კოალიცია, “ქართული ოცნება“?! გამოდის კლასიკური აბსურდი და ორმაგი სტანდარტი. როცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა. პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია არ არის დანაშაული, დანაშაულია როდესაც მმართველი პარტია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური წარსული და მეთოდები სხვებისთვის კანონს მიღმა გამოაცხადოს“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე “მითების დეტექტორმა” ყალბი ანგარიშები გამოავლინა
  • ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ – ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში – ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge