გაზის საფასური შესაძლოა მოხმარებული მოცულობის მიხედვით შეიცვალოს – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის – პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
სემეკს უფლება ექნება , საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. ნაკლები მოხმარება შედარებით იაფი იქნება, ჭარბ მოხმარებაზე კი განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს.
