Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აგვიხსენით, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ?” – ხმაური პარლამენტში

October 27, 2026
“აგვიხსენით, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ?” – ხმაური პარლამენტში

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში. სესიაზე დაპირისპირება გახარიას პარტიის წევრს, გიორგი შარაშიძის და ” ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელს მოჰყვა. დაპირისპირება დეპუტატებს შორის იქამდეც კი მივიდა, რომ მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა და ოპონენტებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ქვეყნის გამარჯვებას ემსახურება.

“ჩემი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა, ან არა. უნდა აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ოცნების“ დეპუტატის ამ განცხადებას დარბაზიდან მწვავე პროტესტით უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ. მან უმრავლესობას მოსთხოვა, კონკრეტული არგუმენტებით აეხსნათ, თუ რატომ მოხვდა მათი პოლიტიკური ძალა ამ სარჩელში და კოლეგები პერსონალურ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა.

“მე არ მაინტერესებს თქვენ ნაცებს რას ედავებით, მე მაინტერესებს, რას გვედავებით ჩვენ, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად აი, ამ აბსურდულ სარჩელს. კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე ისაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ, კონკრეტულად პარტია “გახარია-საქართველოსთვის” დანაშაული აგვიხსენით, აგვიხსენით, კონკრეტულად კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ? და ამას ვერ ხსნით და თქვენი გამოსვლა არის ამის მტკიცებულება. ელაპარაკებით ნაცებს, რაც ამ 14 წლის განმავლობაში მართლა ძალიან კარგად ისწავლეთ, სხვათაშორის. დღეს ამ ისტორიულ პროცესს რომ ვადევნებთ თვალს, შეგახსენებთ, რომ იმ სარჩელზე, რომელსაც ყველას ხელი მოგაწერინეს, აქ თქვენი პერსონალური პასუხიმსგებლობები იქნება” – თქვა შარაშიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე “მითების დეტექტორმა” ყალბი ანგარიშები გამოავლინა
  • ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ – ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში – ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge