Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – უნდა ჩაეთვალა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო? კლასიკური აბსურდია – ანა წითლიძე

October 27, 2026
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – უნდა ჩაეთვალა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო? კლასიკური აბსურდია – ანა წითლიძე

2012 წელს „ქართული ოცნება“ კოალიციური გაერთიანებით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევდათ და აიძულებდნენ, რომ ხელისუფლება დაეთმოთ. ეს უნდა ჩაეთვალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო და აეკრძალა მაშინდელი კოალიცია, „ქართული ოცნება“?! გამოდის კლასიკური აბსურდი და ორმაგი სტანდარტი -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „როცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია არ არის დანაშაული, დანაშაულია როდესაც მმართველი პარტია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური წარსული და მეთოდები სხვებისთვის კანონს მიღმა გამოაცხადოს“.

„მოსარჩელეს ჩამოთვლილი აქვს არგუმენტები, რაც მათი აზრით, პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს. აქ თემიდა ალბათ იტირებდა, ეს რომ ენახა. მოსარჩელე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები თვისებრივად ერთიანი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ამის მაგალითია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა. თუ მმართველი პარტია პოლიტიკურ ალიანსებს და ერთიან ოპოზიციურ ფრონტს ანტიკონსტიტუციურ საბოტაჟად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ მრავალპარტიული სისტემის არსებობა ამ ქვეყანაში არ უნდათ და მიზნად ისახავენ, ნებისმიერი ალტერნატიული აზრის კანონს მიღმა დატოვებას. მეტიც, გავიხსენოთ 2012 წელი, თავად „ქართული ოცნება“ კოალიციური გაერთიანებით მოვიდა ხელისუფლებაში. ამ პერიოდში, საჯაროდ გაჟღერებული განცხადებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევდათ და აიძულებდნენ, რომ ხელისუფლება დაეთმოთ. ეს უნდა ჩაეთვალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება იყო და აეკრძალა მაშინდელი კოალიცია, “ქართული ოცნება“?! გამოდის კლასიკური აბსურდი და ორმაგი სტანდარტი. როცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ შექმნეს გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა მოითხოვეს, ეს დემოკრატიული ცვლილებაა, ხოლო როდესაც დღეს ოპოზიციური პარტიები ქმნიან ერთობას და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტს აფიქსირებენ, ეს თურმე ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ყოფილა. პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია არ არის დანაშაული, დანაშაულია როდესაც მმართველი პარტია ცდილობს საკუთარი პოლიტიკური წარსული და მეთოდები სხვებისთვის კანონს მიღმა გამოაცხადოს“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც ეხება
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge