Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით – კახა კალაძე

October 27, 2026
ამ ტიპის განცხადებები, როცა ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია – რას ამბობს კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის სერჟანტ როინ შავაძეზე საუბრობს, არის პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ.

კალაძემ კოკომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“.

„ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს შეიძლება, ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით. ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, ხალხის მოპარვა და შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხსენებული განცხადება იყო პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით.

„მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც ეხება
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge