Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს – საია

October 27, 2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს – საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აქვეყნებს მიმოხილვას – პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

ამასთან, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს.

„პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი საფუძვლების მოშლას, ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება.

ამასთან, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა იმთავითვე უკავშირდება თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს.

პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო ძირითადად ეფუძნება გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია არაერთი რეგიონული და საერთაშორისო ხელშეკრულებით ადამიანის უფლებათა შესახებ. საქართველოს რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICCPR), რითაც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ამ დოკუმენტებში გათვალისწინებული უფლებების დაცვა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი წარმოადგენს კონვენციის დებულებების ავტორიტეტული განმარტების წყაროს, რომელიც პოლიტიკური პარტიის გაუქმების საკითხის განხილვისას სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საია-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში განიხილავენ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია – https://gyla.ge/post/GYLA-partiebisakrdzalvis-praktikis-kvleva.

„პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვითხრეს, რომ ფსიქლოგიურად რთულია სასამართლოს წინაშე წარდგენა” – ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვეს
  • “მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება”- ნიკოლოზ სამხარაძე
  • “თუ გამოიკვეთა მასწავლებლის ბრალეულობა, გვექნება შესაბამისი რეაგირება” – მოსწავლის სასტიკი ცემის ფაქტზე სკოლის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge