Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის, ეს სპორტული შეჯიბრებაა, რაც ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში – შოთა ბერეკაშვილი

October 27, 2026
საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის, ეს სპორტული შეჯიბრებაა, რაც ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში – შოთა ბერეკაშვილი

საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სპორტული შეჯიბრებაა და ასეთი შეჯიბრება ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში და ევროპის არაერთ ქალაქში, – ეს განმარტება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. მათ ინიციატივას კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტი დღესვე, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, ინიციატივის მიზანია აღნიშნული ტურნირების ორგანიზებით არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

“ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო ტურნირებთან გვაქვს საქმე. როგორც სპორტული შეჯიბრება არსებობს, ასევე ევროპის არაერთ ქვეყანაში მსგავსი ტურნირი ტარდება. ამის ძირითადი თარგეთირება არის ტურისტული ინდუსტრიის განვითარება. შეიძლება იყოს ათასობით მონაწილე. ასეთი ტურნირების ორგანიზება განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში ხდება, როდესაც ტურიზმის ნაწილში ეკონომიკური აქტივობა დაბალია, რაც დამატებით ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს.

ეს პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სპორტული შეჯიბრება. ასეთი შეჯიბრება ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში და ევროპის არაერთ ქალაქში. ამასთან დაკავშირებით მთელი ინდუსტრია აშენდა. ეს სტანდარტულ კაზინოში თამაში არ არის – ეს არის სპორტული შეჯიბრება.

მიზანია აღნიშნული ტურნირების ორგანიზებით ხელი შევუწყოთ ტურისტული სექტორის განვითარებას განსაკუთრებით არატურისტულ სეზონებში. ათასობით მონაწილესთან ერთად მას მთელი შოუბიზნესი მოჰყვება, რაც გართობის ერთ-ერთი კომპონენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ სასტუმროები არასეზონურ პერიოდში დატვირთული იქნება, გაძლიერდება ეკონომიკური აქტივობა და საერთო ჯამში, ქვეყანას წაადგება. ეს სექტორი ძალიან კონკურენტულია. სჭირდება დამატებითი ინიციატივები იმისთვის, რომ ის ვინც აღნიშნულ სექტორში არის ჩართული, საქართველოთი დაინტერესდეს და აღნიშნული ტურნირები საქართველოში ჩაატაროს. ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, – განაცხადა ბერეკაშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სანებართვო საქმიანობის სახეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა ემატება. საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა სამორინეებს ექნებათ.

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების ფარგლებში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესები და პირობები განისაზღვრება.

საერთაშორისო აზარტულ ტურნირად სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი მიიჩნევა, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ გარანტირებულია და მონაწილეთა არანაკლებ 70 პროცენტს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.

საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა დასაშვები იქნება როგორც სამორინეს ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

პროექტის თანახმად, თუ საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენება, ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან თავისუფლდება და უფლებამოსილია შემოსავალი ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს.

კანონის პროექტის თანახმად, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი იქნება, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება – 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრება ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი არიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როდის გაემიჯნა გახარია გავრილოვის ღამეს” – რას ამბობს ანა წითლიძე
  • ლიზა იასკო სააკაშვილის შემოსავლის მესამედს ითხოვს – სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა – რას წერს უკრაინული მედია
  • “ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის” – პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს გაზის გადასახადის კანონპროექტს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge