Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს – მაია კოპალეიშვილი

October 27, 2026
„ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს – მაია კოპალეიშვილი

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი არის სრულიად დაუსაბუთებელი, ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოწოდებები -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების არსებობა ამ ქვეყანაში აუცილებელია, „ეს მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“.

„დაიწყო ახსნა-განმარტებების ეტაპი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა გუშინ და საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა. სრული ფაქტები წარმოადგინა. ასე რომ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ სხვის დისკრედიტაციაზე რომ არის გადართული, ალბათ მისთვის უკეთესია, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას მიხედოს. არაფერი ღირებული და ნორმალური არ წარმოუდგენიათ. და საერთოდ, მათი სარჩელი თავიდანვე დაუსაბუთებელია და საკონსტიტუციო სასამართლოს ასე ერთიანად განსახილველად არ უნდა მიეღო. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ შესაბამის სამართალწარმოებას. ჯერჯერობით, მიმდინარეობს ახსნა – განმარტებების ეტაპი.

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთიანად მიიღო ეს კონსტიტუციური სარჩელი, არანაირი ხარვეზი არ დაუდგინა მოსარჩელე მხარეს. შემდეგ ჩვენ არ მოგვცა შესაძლებლობა შესაბამისი საკითხები დაგვეზუსტებინა ამ წარმოდგენილი შუამდგომლობებით.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი არის სრულიად დაუსაბუთებელი. ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმიტომ, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოწოდებები. დემოკრატია იცნობს პოლიტიკურ პლურალიზმს და აუცილებელია პოლიტიკური პარტიები არსებობდნენ ამ ქვეყანაში, ეს მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როდის გაემიჯნა გახარია გავრილოვის ღამეს” – რას ამბობს ანა წითლიძე
  • ლიზა იასკო სააკაშვილის შემოსავლის მესამედს ითხოვს – სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს ჩაინიშნა – რას წერს უკრაინული მედია
  • “ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის” – პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს გაზის გადასახადის კანონპროექტს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge